პრესრელიზი
22 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგურსკაია,
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
599 47 48 54
„თეგეტა მოტორსის" ახალი მომსახურება
„თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობს: ავტომობილის შეკეთება უკვე სერვის ცენტრში მისვლის გარეშე იქნება შესაძლებელი
მომსახურება, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში, უკვე ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის" მომხმარებლებისთვის. დღეიდან ავტომობილის შეკეთება უკვე სერვის ცენტრში მისვლის გარეშე იქნება შესაძლებელი. სერვისი გათვლილია ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის და მომსახურების ღირებულება 10 ლარს შეადგენს. კომპანია განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, პრიორიტეტულია კომფორტი, სათანადოდ ვერ ერკვევა ავტომობილებში და სურს თავი აარიდოს სერვის ცენტრში პრობლემების გადაჭრის პროცედურებს.
„თეგეტა მოტორსის" ახალი პროდუქტი გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას მომხმარებლის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსის" პერსონალური მენეჯერი მიაკითხავს ავტომობილს ადგილზე და თავად უზრუნველყოფს მის სერვის ცენტრში მიყვანასა და შეკეთებას. მომხმარებლის კმაყოფილება პრიორიტეტულია კომპანიისთვის, ამიტომ პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად ახდენს მომხმარებლის ინფორმირებას სერვის ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ და მხოლოდ მომხმარებლის დასტურის შემდეგ იწყებს ავტომობილის შეკეთების პროცედურას.
„თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისით სარგებლობა მარტივია. მომხმარებელი უკავშირდება პერსონალურ მენეჯერს ნომერზე 2 26 44 44, აწვდის პირად მონაცემებს, ინფორმაციას ავტომობილის შესახებ და ირჩევს სასურველ მომსახურებას. პერსონალური მენეჯერი მიდის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე და იბარებს ავტომობილს, რომელზეც მთლიანად იღებს პასუხიმგებლობას კომპანია. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რა საშუალებით სურს ავტომობილის ტრანსპორტირება, ევაკუატორით თუ პერსონალური მენეჯერის დახმარებით. ევაკუატორის საშუალებით ავტომობილის გადაყვანის ღირებულება 35 ლარია. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.